ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა, მე-2 გამოცემა
- ავტორიგიორგი გვაზავა
- გამოცემაწიგნი
- წელი2014
გიორგი გვაზავას „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“ პირველად 1920 წელს გამოიცა. ნაშრომი მეოცე საუკუნის ოციანი წლების ევროპული კონსტიტუციონალიზმის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში ეროვნულ-დემოკრატ გიორგი გვაზავას სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო, არათუ მისი შრომების გამოყენება. საბჭოთა ცენზურამ ერთ-ერთი პირველი სწორედ აღნიშნული წიგნი აკრძალა.
„ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“ ისეთი ნაშრომია, რომელიც საუკუნის შემდეგაც ინარჩუნებს აქტუალობას. იგი თანაბრად მნიშვნელოვანია იურისტების, პოლიტოლოგების, ისტორიკოსების, კონსტიტუციონალიზმითა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თემატიკით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის.