
ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროვება და ძალადობა სპორტში
- ავტორინანა გოჩიაშვილი
- გამოცემაკვლევა
- წელი2021
კვლევა წარმოადგენს სპორტში ქალების შევიწროვებისა და ძალადობის შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის ერთ-ერთ პირველ მცდელობას საქართველოში. კვლევის მიზანია, განსაზღვროს ის საერთაშორისო კანონმდებლობა და პრაქტიკა, რომელიც სპორტში სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის საკითხზე აკეთებს აქცენტს. ასევე, საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით, განსაზღვროს ის ინიციატივები და საუკეთესო პრაქტიკები, რომლებიც ეხება სპორტში გენდერული ძალადობის პრევენციასა და მასზე ეფექტურ რეაგირებას.