საკონსტიტუციო მართლმსაჯულება

  • ავტორიბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა ფირცხალაშვილი
  • გამოცემაწიგნი
  • წელი2021

სახელმძღვანელო წარმოადგენს კონსტიტუციური კონტროლის სისტემური მახასიათებლებისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების თემაზე მომზადებულ გამოცემას, რომელიც კონსტიტუციური სამართლის დარგის მაღალი კვალიფიკაციის აღიარებული სპეციალისტების მიერ მომზადდა. გამოცემა მნიშვნელოვნად დაეხმარება სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს კონსტიტუციური კონტროლისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების ასპექტების სწავლების პროცესში  და პირდაპირპროპორციულად აამაღლებს ცოდნას საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასა და ზოგადად, კონსტიტუციური სამართლის სფეროში.