პროექტის შესახებ

ეს არის სამართლებრივი განათლების ონლაინ პლატფორმა, რომელიც შეიქმნა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) – საგრანტო პროექტის ფარგლებში.

ეს პლატფორმა არის სამართლებრივი ლიტერატურის ცნობილი ელექტრონული ბაზის HeinOnline-ის ქართული ანალოგი და შექმნილია სამართლით დაინტერესებული პირებისათვის. აქ განთავსებულია სასწავლო მასალები, ვიდეოლექციები, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ გამოცემული იურიდიული ლიტერატურა. გარდა ამისა, ონლაინ პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება სხვა ავტორების ნაშრომებიც საავტორო უფლებების სრული დაცვით. HeinOnline-გან განსხვავებით, აქ არსებული ლიტერატურა და ვიდეო ლექციები სრულიად უფასოა.

კოვიდ-19 პანდემიის გამო სწავლების ონლაინ რეჟიმში გადასვლამ სასწავლო და სამეცნიერო მასალების ელექტრონულად გამოყენების საჭიროება უფრო მეტად აქტუალური გახადა. ამ პლატფორმით ხელმისაწვდომი იქნება ქართული სამართლის სფეროს სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის დიდი ნაწილი.